15 წლის ბიჭის დედა, რომლის შვილზეც 69 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა, აცხადებს, რომ კაცს მისი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედება არ ჩაუდენია. ამის შესახებ მოზარდის დედა TV ”პირველთან” საუბრობს. ქალი აღნიშნავს, რომ ბრალდებული 16 წლით ციხეში არ უნდა გაეშვათ, რადგან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
”უდანაშაულო კაცს 16 წელი მიუსაჯეს… სად არის ჩემი შვილის ექსპერტიზის პასუხები?! ჩემი შვილი ამბობს, რომ არ უძალადიაო. მე ჩემ შვილს ვენდობი და არა მეზობელს. ჩემი შვილიც ამბობს რომ ციხეში უდანაშაულო კაცი ჩასვეს” – ამბობს არასრულწოვანის დედა.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ 69 წლის კაცს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.