სავარაუდოდ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევს.ამის შესახებ CNN–ს საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკაში ემანუელ ბონმა განუცხადა.
ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია სამხედრო ტექნიკაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში იყენებს.
“დიახ, არის ნიშნები იმისა, რომ ისინი (ჩინეთი) აკეთებენ იმას, რასაც ჩვენ ვამჯობინებდით, რომ არ გაეკეთებინათ. რამდენადაც ვიცით, ჩინეთი აწვდის მნიშვნელოვან სამხედრო სიმძლავრეებს რუსეთს”, – უპასუხა მრჩეველმა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მტკიცებულებები ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის შესახებ.
ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ ბონი გულისხმობდა ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიას და არალეტალურ დახმარებას , როგორიცაა ჩაფხუტები და ჯავშანი.
“ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ ჩინეთმა თავი შეიკავოს ამისგან. მათ გაიგონ, რომ უკრაინის ომი არის კონფლიქტი გლობალური მასშტაბით და რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევთავაზოთ ქვეყანას წაგება არა მხოლოდ ფუნდამენტური, არამედ ძალიან ოპერატიული მიზეზების გამო. ეს ეხება არა მხოლოდ სუვერენიტეტს, არამედ სტაბილურობას მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა ბონმა.