ისრაელის მედიის ცნობით, პალესტინელი ბოევიკების დამატებითი ძალები შევიდნენ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ მაგენში და ამ ტერიტორიაზე სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს ტანკების გამოყენებით.
იმავდროულად, ჰამასის სამხედრო ფრთის, ალ-ქასამის ბრიგადების სპიკერმა, აბუ ობეიდამ ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც ყველას მოუწოდა „შეუერთდნენ ამ ბრძოლას“.
რამდენიმე საათის წინ ალ-კასამის ბრიგადებმა თავიანთ ტელეგრამის არხზე განაცხადეს, რომ მათ „განახორციელეს დიდი სარაკეტო შეტევა სდეროტის დასახლებაზე, ასი რაკეტის გასროლით“.
ისრაელში დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 500-ს აჭარბებს.ისრაელის მედიის ცნობით, შაბათს დილიდან, როდესაც პალესტინელი ბოევიკები სამხრეთ ისრაელში ღაზას სექტორიდან შეიჭრნენ, ბოლო მონაცემებით 500-ზე მეტი ისრაელი დაიღუპა. დაშავდა 2000-ზე მეტი ადამიანი.
სამაშველო სამსახურმა “ზაკამ“, რომელიც სპეციალიზირებულია დაღუპულთა ცხედრების მართვაზე, CNN-ს განუცხადა, რომ ამ რიცხვში არ შედიან ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ ან გამოაცხადეს გარდაცვლილად საავადმყოფოებში. “ზაკამ“ ვერ შეძლო მიეღწია ყველა იმ ადგილზე, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, ამიტომ საერთო რიცხვი 500-ზე მეტია.