ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 903 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.
16 მაისის მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 330 375
- გამოჯანმრთელებულია – 308821
- გარდაცვლილია – 4442
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 23742, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12308, PCR ტესტით – 11434
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,08% ბოლო 14 დღის – 4,96% , ბოლო 7 დღის – 3,9%
- კარანტინის რეჟიმში – 67
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4331
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 668