საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, 16 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპის მოედანზე დაანონსებულ შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საფრანგეთის საელჩოში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა დაადასტურა საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმაც.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე, რათა „დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა”, ხოლო 20 ივნისს დაგეგმილი აქციის “შინ ევროპისკენ” მონაწილეებს მიმართა, “თუ დაფიქრდებიან, შეიძლება ეს გამოსვლა გადაიდოს, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება”.