ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექსპერტთა საბჭომ 16 წლიდან ყველა პირისთვის ბუსტერ დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცა.
“ბუსტერ დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით, ექსპერტთა საბჭომ გასცა დადებითი რეკომენდაცია. ჩვენ ამ კვირაში ამას დავიწყებთ ოფიციალურად რაც ნიშნავს იმას, რომ ბუსტერი დოზა, ანუ საწყისი ვაქციანციიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერი დოზის გაკეთება რეკომენდებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების მიუხედავად”, – თქვა გაბუნიამ.
აქამდე ბუსტერ დოზების გაკეთებას მხოლოდ ის პირები ახერხებდნენ, ვინც მოგზაურობას აპირებდა, ან ჰქონდა თანხმლები დაავადება.