ტრამპი ნატოს მოკავშირეებს დაემუქრა, რომ „წახალისებდა“ რუსეთის აგრესიას, თუ ისინი სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიდნენ

დონალდ ტრამპი, როგორც აშშ-ს პრეზიდენტი, დაემუქრა ნატოს მოკავშირეებს, რომ წაახალისებდა რუსეთს „გააკეთოს ის, რაც უნდა“ იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც არ ასრულებენ ფინანსურ ვალდებულებებს ალიანსის წინაშე. ამის შესახებ მან წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ისაუბრა. თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადებებს უკვე  უწოდა “შოკისმომგვრელი”.

„ნატო გაკოტრებული იყო მანამ, სანამ მე არ მოვედი“, – თქვა ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში, კონვეიში გამართულ მიტინგზე. ”მე ვთქვი: ”ყველა გადაიხდის”. მათ თქვეს: „თუ არ გადავიხდით, მაინც დაგიცავთ?“ მე ვუთხარი: „ნამდვილად არა!“. მათ არ შეეძლოთ ამის დაჯერება“ (ციტირებულია CNN-ის მიერ).

ტრამპის თქმით, “დიდი ქვეყნის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა” ერთხელ ჰკითხა მას, დაიცავს თუ არა აშშ მათ რუსული შემოჭრისაგან მაშინაც კი, თუ ისინი “არ გადაიხდიან”.

“არა, მე არ დაგიცავ”, – უპასუხა ტრამპმა პრეზიდენტს. ”პირიქით, მე მათ [რუსეთს] მოვუწოდებ, გააკეთონ ის, რაც სურთ.” უნდა გადაიხადო. თქვენ უნდა გადაიხადოთ თქვენი გადასახადები. ”

ნატო ემყარება კოლექტიური თავდაცვის პრინციპს, რომლის მიხედვითაც ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ითვლება ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად.

პრეზიდენტობისას ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატები შესაძლოა ნატოდან გასულიყო. ის ამტკიცებდა, რომ ამერიკა იძულებული იყო გადაეხადა ალიანსის ბიუჯეტის ძალიან დიდი წილი.

როგორც CNN აღნიშნავს, ტრამპი წლების განმავლობაში არასწორად აღწერდა ნატოს დაფინანსების სისტემას. ალიანსის წევრებმა უნდა დაისახონ მიზნად მშპ-ს მინიმუმ 2%-ის დახარჯვა სამხედრო ხარჯებზე და ქვეყნების უმეტესობა ამ მიზანს ვერ აღწევს. თუმცა, 2 პროცენტი მხოლოდ საორიენტაციო მაჩვენებლად განიხილება და არ არსებობს „გადასახადები“, რომლებსაც ალიანსის რომელიმე წევრი არ იხდის.ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან არასოდეს გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე წევრი არ იხდის შენატანებს ნატოს საერთო ბიუჯეტში, საიდანაც  ფინანსდება ალიანსის შტაბ-ბინა და სამხედრო სამეთაურო სტრუქტურები.

შაბათს, დღის ბოლოს თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადებებს უწოდა “შოკისმომგვრელი და გიჟური” და გაიხსენა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ძალისხმევა ალიანსის გასაძლიერებლად.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, აპირებდა თუ არა თავისი მუქარის განხორციელებას. მისი სიტყვები სავარაუდოდ შეშფოთებას გამოიწვევს ნატოს წევრ ქვეყნებში, რომლებიც უკვე უფრთხიან ტრამპის საპრეზიდენტო პოსტზე დაბრუნებას, წერს New York Times.

ტრამპის სიტყვები რუსული აგრესიის „წახალისების“ შესახებ გავრცელდა იმ დროს, როდესაც რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან უკრაინის დახმარების გაზრდას რუსეთის წინააღმდეგ ომში და ევროპელი ოფიციალური პირები საუბრობენ რუსეთის მხრიდან ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებულ საფრთხეზე, განმარტავს გამოცემა.

ტაკერ კარლსონთან ბოლო ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ განცხადებებს უწოდა “საშინელი ისტორიები ჩვეულებრივი ადამიანების დასაშინებლად” და დასძინა, რომ რუსეთს “არანაირი ინტერესები არ აქვს პოლონეთში, ლატვიაში და არსად”.