ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი “გონივრულ ვადაში” გამოცხადდება

7-8 მარტის აქციებზე, დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი დღეს არ გამოცხადდება. საქმის მოსამართლის, ზვიად შარაძის თქმით, განაჩენის გამოცხადების დროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში მიიღებს.

“უახლოეს დღეებშიო, გონივრული ვადა იგულისხმება ხოლმე, დაახლოებით 2-3 დღე, მეტი არა. საკმაოდ დიდხანს გაიწელა სასამართლო პროცესი იმიტომ, რომ საკმაოდ მყარი არგუმენტები გვქონდა დაცვის მხარეს, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარესაც ჰქონდა არგუმენტები და რატომღაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დღეს არ გამოეცხადებინა განაჩენი და ამისთვის დასჭირდა დრო, ლოგიკურიც იყო სადღაც ამხელა პროცესის შემდგომ. დღეს ახალი საერთოდ არაფერი მოგვისმენია გარდა იმისა, რაზეც კეთდებოდა აპელირება მთელ სასამართლო სხდომებზე, დღეს გაკეთდა უბრალოდ შეჯამებული, მეტი არაფერი”- თქვა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.