დღეს დაინიცირდა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ” პაკეტი, ბიუროს მიერ გადაეცემა უკვე შესაბამის კომიტეტებს განსახილველად. პარლამენტი დაიწყებს საკომიტეტო და პლენარული სხდომის ფორმატში განხილვას. რაც შეეხებ საპარლამენტო ოპოზიციას, ამბობენ, რომ საარჩევნო მიზნები აქვს [ამ კანონპროექტს]. რა გამოდის, რომ ხალხის ნებაა და ქართველი ხალხისგან მოწონებული კანონპროექტია. თუკი ეს ქართველი ხალხის ინტერესშია, მაშინ რატომ არ უჭერენ მხარს? […] ამ კანონპროექტზე და პაკეტზე 17 მაისს შედგა ფაქტობრივი სახალხო რეფერენდუმი. ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ ჩვენი სახალხო განხილვის დროს, რომელიც რეგიონებში იყო, არამედ 17 მაისს ქუჩაში გამოსვლით მხარი დაუჭირა ამ პაკეტს.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანტი-ლგბტ კანონთან დაკავშირებით.