ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეებიც გაირკვა. 17 სექტემბერს, საქართველოს ჩემპიონი თბილისი სტუმრად უელსურ კონაჰს დაუპირისპირდება, ხოლო თბილისის “ლოკომოტივი” შინ მოსკოვის “დინამოს” უმასპინძლებს.
მოსკოვის “დინამო” რუსეთის პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 4-ე ადგილზეა, გუნდმა 3 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ხოლო ერთიც წააგო.
23-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული და რუსული კლუბები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ქართულ-რუსული საკლუბო დაპირისპირება ფეხბურთში 1997 წლის 22 ივნისს, ინტერნეტოტოს თასზე გაიმართა. სადაც მოსკოვის ტორპედო-ლუჟნიკიმ თბილისში მერანი 91-ს ანგარიშით 2:0 დაამარცხა.