“17 ივლისს ბაჩალიაშვილმა წამლები იყიდა, ვარკვევთ არის თუ არა იგივე, რაც მანქანაში იყო “- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. ჩანთა ბაჩალიაშვილს მანქანაში ჰქონდა, რომელშიც გარდაცვლილი იპოვეს.
გუშინ, 22 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ წამლები, სავარაუდოდ, ფსიქოტროპული არ არის.
უწყებაში განაცხადეს, რომ გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აქვს.