ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმის დაზარალებულებისთვის საქართველოს €193 500-ის გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე- 14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა). სასამართლომ ასევე დაადგინა მე-11 მუხლის დარღვევა (შეკრების აკრძალვა), მე -14 მუხლთან ერთად.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფებისგან და ასევე ვერ უზრუნველყო ადეკვატური გამოძიება.
დაზარალებულები არიან 35 ქართველი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია.