17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33.46%-ია – ცესკო

17:00 საათის მდგომარეობით, ხმა მისცა 1 175 817 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის – 33.46%-ია.ჰანაცხადა  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

17:00 საათის მონაცემებით თბილისში 273 929 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 26.25%-ია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათის მონაცემებით თბილისში 391 975 ამომრჩეველი იყო მისული – 39.1%.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 41.35% იყო – 1 446 218 ამომრჩეველი.

ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ასევე, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს – ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.