დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში 131 მედპერსონალი დაინფიცირდა, თუმცა ყველა მათგანის დაავადების წყარო პროფესიული საქმიანობა არ არის.
„ბოლო 24 საათში ინფიცირებული 1759 შემთხვევიდან 131 გვყავს სამედიცინო პერსონალი. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს ინფიცირება. ამ 131-დან ბევრზე ვირუსი ოჯახური კონტაქტებიდან გავრცელდა, იმიტომ, რომ ჩვენც, ექიმებს გვყავს ოჯახები და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. ეს პროფესიული დაინფიცირება არ არის მარტო,“ – განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 5 და გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.