ბათუმის კლინიკა მედინას სანიტარი დააკავეს, რომელმაც გამოძიების საპირფარეშოში მშობიარობის შემდეგ ახალშობილს დაზიანებები მიაყენა.
შსს მას სსკ-ს 11 პრიმა 19.109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქალს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 21 აპრილს ჩაინიშნა.
22 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლინიკა მედინას საპირფარეშოში იმავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა.
“ღამე ტუალეტში შესულა და უმშობიარია… მკვდარია ეს ბავშვი რომ ნახოთ, ყელი აქვს გამოღადრული… რომ ატყდა ჩოჩქოლი და არ გამოვიდა საპირფარეშოდან, ამ ქალსაც უამრავი სისხლი აქვს დაკარგული, მერე ატყდა ერთი ამბავი… ბავშვი ცოცხალია, მაგრამ როგორი მდგომარეობაა იცით, ყელი აქვს გამოღადრული ამ ბავშვს… ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას” – ამბობდა უნგიაძე.
ახალშობილს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. 24 თებერვალს მედინას დირექტორმა თქვა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა “შედარებით გაუმჯობესდა“.














