აჭარაში, სპეცოპერაციის დროს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები დააკავეს. ინფორმაცია გამოცემა ბათუმელებს რეზო წულუკიძის ცოლმა, ნარი ფუტკარაძემ დაუდასტურა.წულუკიძეემი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.
“რეზო იყო ფირუზთან ერთად, შევარდნენ და დააკავეს. აბუსერიძის ქუჩაზე იყო სპეცოპერაცია. სპეცრაზმით იყო ეზო სავსე. სახლში არ შეგვიშვეს. რომ ჩამოიყვანეს ბიჭები, ვკითხეთ იქ პოლიციელებს, რატომ იჭერთ-მეთქი და ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არიან დაკავებულიო. აბსურდია. რეზო და ფირუზი პირიქით, მაგ სამყაროს ებრძვიან. ასევე დაკავებულია ელდარ ანთაძე”. – უთხრა ბათუმელებს ნარი ფუტკარაძემ.















