მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვით, საყოველთაო კარანტინის დროს ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ საგამონაკლისო წესით მოხდება.
დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:
- სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
- სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
- წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
- ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
- კომერციული ბანკების საქმიანობისა;
- იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
- საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
- ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
- საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
- სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
- სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
- მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;
- საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
- კერძო დაცვითი საქმიანობისა;
- საადვოკატო საქმიანობისა;
- ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა და პრესის ჯიხურების.
დღეიდან, 31 მარტიდან საქართველოში საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. კომენდანტის საათი მოქმედებს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე