კვირა, 5 იანვარი , 2025, 03:01

18 მაისს, მედიის წარმომადგენლები გვარამიას მხარდამჭერ აქციას გამართავენ

18 მაისს, მედიის წარმომადგენლები “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის,  ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციას გამართავენ. მსვლელობა სავარაუდოდ, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

“გაგვეხარდება თუ შემოგვიერთდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მხარდამჭერები. გაგვეხარდება, რაც მეტი ხალხი გამოუცხადებს სოლიდარობას ნიკას და მედიას, მაგრამ ეს არის მედიის აქცია ეს არ არის პოლიტიკოსების მიერ დაგეგმილი აქცია”,- განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.