18 მაისს საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი, შოლეტ დერეკი ჩამოვა. შოლეტ დერეკი საქართველოს, მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ენტონი ბლინკენის მრჩეველი საქართველოში 18-19 მაისს ჩამოვა. ის მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. განსახილველი თემა საქართველოს ოკუპაცია, ასევე უკრაინაში რუსეთის ომი და ევროატლანტიკური მომავლისკენ საქართველოს მისწრაფება იქნება.