18 წელს ზემოთ მოქალაქეები AstraZeneca-ს გარდა ნებისმიერი ვაქცინით აიცრებიან, მათ შორის, ფაიზერით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ასტრაზენეკას გარდა, იმ ვაქცინებით, რომლებიც ქვეყანაში შემოვა, 18 წელს ზემოთ ყველა მოქალაქე შეძლებს ვაქცინაციას. მათ შორის, ფაიზერით.

“ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზევით ყველა მოქალაქისთვის და ეს ესევე დარჩება, მიუხედავად იმისა თუ რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, იქნება ეს “ფაიზერი” “ნოვოვაქსი” თუ ნებისმიერი სხვა ვაქცინა. ანუ 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება.

რაც შეეხება შეზღუდვას, ის შეეხება ამ შემთხვევაში “ასტრაზენეკას”, რომელიც 45 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდირებული, რაც ჯერჯერობით ესე დარჩება, თუ განსხვავებული მტკიცებულებები არ იქნება მოწოდებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ”, – თქვა თამარ გაბუნიამ.