თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 წლის აქტივისტს, სანდრო ქინქლაძეს 12 დღით თავისუფლება აღუკვეთა. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
სანდრო ქინქლაძე 2 დღის წინ, ვარკეთილში, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა დააკავა, მათ არ ეცვათ პოლიციელების ფორმა და ჩასვეს ავტომობილში, რომელსაც ასევე არ ჰქონდა სამართალდამცველი უწყების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.
სანდრო ქინქლაძე პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილეა.