აშშ გეგმავს 50 ქვეყნის მოქალაქეებისთვის $15,000-ის ოდენობის ვიზის დეპოზიტის მოთხოვნას არალეგალური დარჩენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. სიაში დაემატა საქართველოც, როგორც „მაღალი რისკის“ ქვეყანა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფართოებს ვიზის დეპოზიტის (visa bond) პროგრამას და 2 აპრილიდან ის 50 ქვეყანაზე გავრცელდება.ამ ქვეყნების მოქალაქეებს მოუწევთ $15,000-ის დეპოზიტის გადახდა მანამდე, სანამ მიიღებენ B1/B2 ვიზას (ბიზნესი/ტურიზმი).
ეს თანხა უკან დაუბრუნდებათ იმ შემთხვევაში, თუ:
- ვიზის პირობებს დაიცავენ
- დროულად დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში
- ან საერთოდ არ იმოგზაურებენ
სახელმწიფო დეპარტამენტი ამ გადაწყვეტილებას აშშ–ში არალეგალური დარჩენის პრევენციით ხსის. პროგრამამ უკვე აჩვენა ეფექტურობა:
- დაახლოებით 1000 ადამიანს მისცეს ვიზა ამ სისტემით
- მათგან 97% დროულად დაბრუნდა
შედარებისთვის:
- ბაიდენის ბოლო წელს, ამ 50 ქვეყნიდან 44,000-ზე მეტმა ადამიანმა გადააჭარბა ვიზის ვადას
გადასახადის გადამხდელების ფულის დაზოგვა
- ერთ არალეგალურად დარჩენილი პირის დეპორტაცია აშშ-ს საშუალოდ $18,000 უჯდება
- პროგრამა შეიძლება წელიწადში $800 მილიონამდე დანაზოგს იძლეოდეს
დამატებული ქვეყნები
ახალ სიაში მოხვდნენ:
საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი















