182 შემთხვევიდან 129 აჭარას უკავშირდება, 34 თბილისს – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი 182 შემთხვევიდან, 129 შემთხვევა აჭარას უკავშირდება, მათგან 114 ბათუმში გამოვლინდა, 11 ქობულეთში, 3 ქედაში, ერთი კი შუახევში.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით თბილისში კორონავირუსის 34 შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში 11, ქვემო-ქართლში 4, გურიაში 3, კახეთში – 1.

​ეზუგბაიას ინფორმაციით, აჟამად კორონავირუსზე მკურნალობას 1657 პაციენტი გადის, მათგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა.

17 სექტემბრის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსზე 13 226 ტესტი ჩატარდა.

დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1435 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.