“ავიაკომპანია აზიმუტი, რომელიც ვერ დაფრინავს ვერცერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ ჯდება ვერცერთ ევროპულ აეროპორტში, აკრძალულია იმიტომ რომ ის კომპანია აკეთებს იმ თვითმფრინავებს, იმ ბომბდამშენებს, რომელმაც დაბომბა ჩვენი ქვეყანა, რომელიც დღეს ბომბავს უკრაინას, ხოცავს ადამიანებს და ამ ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ, ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით, უთხრა, რომ მობრძანდით და იფრინეთ. ასევე ეს არის ავიაკომპანია, რომლის ერთ-ერთი მეწილე არის პუტინთან ჩახუტებული, მოღალატე სისხლში ამოსვრილი ადამიანი. ზუსტად ისეთ სისხლში, როგორც ყველა ის ხომალდი, რომელიც საქართველოში აპირებს რომ იფრინოს.
ჩვენ შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც უკვე თვითორგანიზებით იგეგმება, დღეს პარლამენტის უკან, დღეს, კანცელარიასთან, აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით. ამასთან მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს, უკრაინას და მსოფლიოს აჩვენოს საკუთარი სახე. ამიტომ ეს თვითმფრინავი აქ კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება, ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და ვაჩვენოთ სადაა ქართული საზოგადოება, ამიტომ 19 რიცხვში, როცა დანიშნულია პირველი ფრენა, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად”,
“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსეთთან ფრენების აღდგენასა და საქართველოში რუსული ავიაკომპანიის, “აზიმუტის” დაგეგმილ ფრენას ეხმაურება.