19 აპრილის შეთანხმებას ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს ხელი – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

19 აპრილის შეთანხმებას ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს ხელი – განაცხადა, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე,  სადაც ლიეტუვისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს.

„ხაზი გავუსვი, რომ ინკლუზიური პოლიტიკური გარემო, შემდგომი მოდერნიაზაცია და დემოკრატიზაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის. მე მივესალმე ოპოზიციური ძალების გადაწყვეტილებას, რომ მიეღოთ თავიანთი მანდატები პარლამენტში, როგორც ქვეყნის შიგნით სიტუაციის ნორმალიზაციისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს. ამავე დროს, მივიჩნევ, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს ხელი. ასევე მინდა დავადასტურო რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის მიმართ,“- განაცხადა მინისტრმა.