“დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტსშეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტზე ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია.
რიგგარეშე არჩევნების საკითხზე გვინდა აღვნიშნოთ რომ კოალიციური მმართველოს ჯანსაღი ტრადიცია და სხვა საკითხებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და ქართული ოცნება ამას მიესალმება. მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით, 53 %-ის მირების შემთხვევაშიც დავნშნოით რიგგარეშე არჩევნები თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და მართვის ამგვარი რეჟიმი სახელმწიფოს ინტერესებს არ დააზიანებს.
ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებითიმ კონსტიტუციის შესაბამისად რაც განვითარებულ ქვეყნებშია დამკვიდრებული.
19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად გაგრძელდება”
აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.