19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ “ოცნების” გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა – ჯეიმს აპატურაი

“19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ “ოცნების” გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა”- ასე ეხმაურება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი 19 აპრილის ხელშეკრულების ანულირებას.

“19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა. 19 აპრილის შეთანხმება მოიცავს საუკეთესო გზას იმ რეფორმებისათვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს საქართველოს და დაეხმარება საქართველოს წინსვლას მის ევროატლანტიკურ გზაზე. სწორედ ამიტომ შეიტანა საქართველომ ამ შეთანხმების შესრულება მის წლიურ ეროვნულ პროგრამაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ნატოში გაწევრიანებისთვის. ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უნდა მიიღოს და მხარი დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად”, – წერს აპატურაი.