19 ივლისს საქართველოში ვოლოდიმირ ზელენსკი, შარლ მიშელი და მაია სანდუ ჩამოვლენ

19 ივლისს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ჩამოვლენ.

ისინი მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია”.

შარლ მიშელი ინდივიდუალურად შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდება.