ბანგლადეშის სასამართლომ 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვის საქმეში ბრალდებულ 16 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფი სკოლის დირექტორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. საქმეზე ბრალდებულებს შორის სკოლის დირექტორიც არის. გამოძიება ყველა მათგანისთვის სასიკვდილო განაჩენს მოითხოვდა, ბრალდებულებიდან 12-მა აღიარებითი ჩვენება მისცა.
სასტიკი მკვლელობა გაზაფხულზე სკოლის სახურავზე მოხდა. მკვლელობას წინ უძღოდა დირექტორის მიერ გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობა.
შეიყვანა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, ნუსრათმა თავი დააღწია და ოთახიდან გაიქცა. უამრავი სხვა ბანგლადეშელი გოგოსგან განსხვავებით, ნუსრათი ოჯახთან ერთად პოლიციაში მივიდა და ყველაფერი სამართალდამცველებს უამბო. იმავე დღეს პოლიციამ სკოლის დირექტორი დააკავა, თუმცა მისი გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მომხდარში ნუსრათს ადანაშაულებდნენ.
მიუხედავად ამისა 6 აპრილს, ინციდენტიდან 11 დღეში ნუსრათი სკოლაში მივიდა, რათა გამოცდა ჩაებარებინა. ერთ-ერთმა თანასკოლელმა ნუსრათი სკოლის სახურავზე აიყვანა, სადაც 10-მდე თანასკოლელი მას საჩივრის უკან გამოტანისკენ მოუწოდებდა. როდესაც ნუსრათმა უარი განაცხადა, მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.