ხვალ, 19 მარტს, 15:00 საათიდან საქართველოს პარლამენტის წინ უკრაინაში დაღუპულ ორი ქართველ მებრძოლის ფოტოებს მიიტანენ და პატივს მიაგებენ. ამის შესახებ, პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
”დღეს დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი. ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს. ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა. მე არ ვიცი და არ მაინტერესებს ხელისუფლება რას იზამს, ჩვენ, ხალხმა ავიღოთ ინიციატივა. ხვალ 15:00 სთ-დან, პარლამენტის წინ, მივიტანთ მათ ფოტოებს და ყველას გექნებათ შესაძლებლობა, პატივი მიაგოთ მათ ხსოვნას.” – წერს ელენე ხოშტარია.