თბილისში, საბურთალოზე მამაკაცი მოკლეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც ცნობილია, მკვლელობა ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა.
ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.















