დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

spot_imgspot_img

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ქვეყნის მთავრობა შესაძლოა ენდი ბერნემმა ჩაიბაროს — დიდი მანჩესტერის უკვე ყოფილმა მერმა, რომელმაც გასულ კვირას ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში, მეიკერფილდის ოლქში, პარლამენტის დეპუტატის ვადამდელ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

სტარმერის განცხადებით, მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზს. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება მანამდე, სანამ ლეიბორისტული პარტიის ახალი ლიდერი არ აირჩევა.

დაუნინგ-სტრიტთან გამოსვლისას სტარმერმა თავისი მთავრობის მიღწევები ჩამოთვალა. ამასთან, აღნიშნა, რომ პარტიაში სულ უფრო ხშირად ისმოდა კითხვა, არის თუ არა ის საუკეთესო ლიდერი, რომელიც ლეიბორისტებს შემდეგ საყოველთაო არჩევნებზე წაიყვანდა.

„ამ კითხვაზე პასუხი ჩემი პარტიის საპარლამენტო ფრაქციისგან მოვისმინე და ამ პასუხს ღირსეულად ვიღებ“, — განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, მან ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელ კომიტეტს სთხოვა, ახალი ლიდერის არჩევის პროცესი მოაწყოს. პროცესი 9 ივლისს უნდა დაიწყოს და 16 ივლისამდე დასრულდეს, სანამ პარლამენტის წევრები ზაფხულის არდადეგებზე გავლენ.

სტარმერის განცხადებიდან მალევე ენდი ბერნემმა დაადასტურა, რომ მთავრობის ხელმძღვანელობა სურს და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას აპირებს.

მან განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სტარმერს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ქვეყანა სტაბილურობას, სერიოზულობას და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე მუდმივ ყურადღებას ელოდება“. „სწორედ ამას მიიღებს ის“, — პირობა დადო ბერნემმა.

ლეიბორისტულ პარტიაში ბევრი იმედოვნებს, რომ ბერნემი ამ პოლიტიკურ ძალას ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე-პოპულისტური პარტია Reform UK-ისგან მომდინარე საფრთხის დაძლევაში დაეხმარება. სოციოლოგების მონაცემებით, Reform UK კვლავ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ძალად რჩება ქვეყანაში.

მეიკერფილდის არჩევნებში ბერნემმა მნიშვნელოვანი უპირატესობით დაამარცხა Reform UK-ის კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში პარტიას მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები არაუგვიანეს 2029 წლის აგვისტოსი უნდა გაიმართოს. ამიტომ ლეიბორისტები იმედოვნებენ, რომ ამ დრომდე ამომრჩეველთა სიმპათიის ხელახლა მოპოვებას შეძლებენ.

სტარმერი თანამდებობას ტოვებს ლეიბორისტული პარტიისთვის წარუმატებელი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელიც 7 მაისს გაიმართა. ამ არჩევნების შედეგად სერიოზული დანაკარგები განიცადეს როგორც მმართველმა ლეიბორისტებმა, ისე კონსერვატორებმა — მათ ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი Reform UK-ს, შედარებით ნაკლებად კი მწვანეთა პარტიას დაუთმეს.

სტარმერის გადადგომა ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი ბოლო ათ წელზე ოდნავ მეტ პერიოდში უკვე მეშვიდე მთავრობის მეთაურს მიიღებს.

კირ სტარმერის ხელმძღვანელობით დიდი ბრიტანეთის მთავრობა ხელისუფლებაში 2024 წლის ივლისის დასაწყისში ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შედეგად მოვიდა. ამ არჩევნებზე ლეიბორისტულმა პარტიამ მანამდე მმართველ კონსერვატორებს გამანადგურებელი მარცხი აგემა და პარლამენტში რეკორდული რაოდენობის დეპუტატი შეიყვანა.

spot_imgspot_img

პოპულარული

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე...

„ეს უკვე მეორე ტალღაა“–როგორ ვითარდება რუსეთში საწვავის კრიზისი

რუსეთში აგვისტოს დასაწყისში საწვავის კრიზისის მეორე ტალღა დაიწყო —...

გვარამია:საკუთარი პარტიის პატიმრების ფულიც კი არ გადაუხდიათ. წითლიძე:ჩემო ნიკა, ტყუილად გგონია, რომ აქ ვინმე რამეს მოგითმენს

დაპირისპირება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ–ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიასა და ნაციონალურ...

ლარსზე მგზავრთა ნაკადის გაზრდას რუსული მედია მოსალოდნელ მობილიზაციას უკავშირებს

უპრეცედენტო რაოდენობის რუსეთის მოქალაქეთა მიერ ლარსის საზღვრის კვეთის შესახებ...

ოპერაცია კოდური სახელით „Forrest Gump“: ჩხრეკები და კორუფციული სქემა უკრაინაში

19 აგვისტოს დილით უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ (НАБУ)...

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს -...

“მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა” – გვარამია ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

გერმანია რუსეთის შეკავებისთვის €12 მილიარდის ღირებულების შორი მოქმედების იარაღის არსენალს შექმნის

გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით შორი მოქმედების იარაღის ახალი არსენალის...
spot_img

ყველა ამბავი

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და ამერიკული AIM ტიპის „ჰაერი–ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტები მიიღო, — განაცხადა...

სასამართლომ ფრიდონ ინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...

ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე – ღარიბაშვილის წერილი

"ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ...

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია, იურიდიულ სტრუქტურას იცვლის - მსხვილი აქტივები კაიმანის კუნძულებიდან პირდაპირ...

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე რაოდენობით Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო.„არ ვიტყვი რომელი...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ ცხინვალში გამომავალ გაზეთ „Южная Осетия"-სთვის ინტერვიუ...

რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა – გოგიჩაიშვილი

"რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა" - ამის...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...