“კიევ-პეჩერის ლავრა უკრაინული მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდე, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი – გასულ ღამეს რუსული რაკეტებისა და დრონების მასშტაბური შეტევის დროს დაზიანდა. ამ თავდასხმის სამიზნე კვლავ კიევი იყო და მას სამოქალაქო მსხვერპლიც მოჰყვა.
რუსეთის ამ თავდასხმასაც, რომელიც ჩვენს საერთო მსოფლიო მემკვიდრეობას მიადგა, არანაირი გამართლება არ აქვს.
საფრანგეთი მზად არის ითანამშრომლოს უკრაინის იმ უწყებებთან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე არიან პასუხისმგებელი.
ეს თავდასხმა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გავაკეთოთ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რასაც რუსეთი კვლავ ჯიუტად უარყოფს. ამ მიზნისთვის ვიმუშავებთ G7-ის სამიტზე”,
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა.















