2 ოქტომბრის არჩევნებზე 570 შესწორების ოქმი დაიწერა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღის სტატისტიკას აქვეყნებს. ცესკოს ინფორმაციით, სულ 570 შესწორების ოქმი დაიწერა საიდანაც :

  • პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში – 239;
  • მაჟორიტარული წესით ჩატარებულში – 187;
  • მერის არჩევნებში – 144;

570 შესწორების ოქიმიდან 275 უკავშირდებოდა სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებს, 66 – ბათილ ბიულეტენებს, 42 – სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობას, 138 – ზოგადად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, ხოლო 41 – ამომრჩეველთა აქტივობას.

სულ დაიწერა 1 016 ახსნა-განმარტება, აქედან:

  • 176 – რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისათვის ზედმეტი ბიულეტენის გადაყოლებისთვის;
  • 292 -შემაჯამებელ ოქმზე არასწორად მითითებულ ან გამორჩენილ თარიღსა და დროზე;
  • 123 – შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერის გამორჩენას ან არასწორად მითითების გამო;
  • 68 – ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გამორჩენის გამო;
  • 61 – შემაჯამებელ ოქმში ბეჭდის ნომრის არქონას ან არასწორად მითითებას გამო;
  • 55 – შემაჯამებელ ოქმზე კომისიის ბეჭდის ნომრის ჩაწერის გამორჩენას გამო
  • 235- სხვა მიზეზებით.