ძალიან ვდარდობ იმ ადამიანებზე, რომლებისთვისაც ახლა ეს მორიგი შეტევაა სინამდვილეში პოლიციაზე, რომ კიდევ უფრო მძიმე უფსკრული გააჩინოთ პოლიციასა და საზოგადოებას შორის, მაშინ როცა სინამდვილეში პოლიცია ის სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომლის მიმართაც ყველას პატივისცემა, ნდობა და თანადგომა გვჭირდება სახელმწიფოს ასაშენებლად.

ერთი კონკრეტული წერილი მინდა გაგაცნოთ, რომელიც ვიცი არ დაგაფიქრებთ თქვენ, იმიტომ რომ ფიქრი არ მოგეთხოვებათ – ეს არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩემი კითხვის პასუხად მიღებული წერილი, სადაც მინისტრის მოადგილე მიდასტურებს, 2023 წელს არის მიღებული ეს წერილი, მიდასტურებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, პირადი განცხადების საფუძველზე, წავიდა 4 929 ადამიანი. ხომ არ ფიქრობთ, ხომ არ დასვამდით კითხვას, ამდენი პოლიციელი რატომ წავიდა ბოლო 2 წლის განმავლობაში? შემდეგ ამ სტატისტიკის განახლება ვითხოვე და ჯერჯერობით პასუხი არ არის, როგორც ჩანს, ციფრი ძალიან გაზრდილია და არ უნდა მოადგილეს, რომ ახალი სტატისტიკა მომაწოდოს.

რატომ ტოვებენ პოლიციელები სამსახურებს, რატომ გარბიან, ზოგი ცდილობს, ქვეყნის შიგნით ნახოს სამსახური, ზოგით მექსიკით მიდის. არაერთს ჩემთვის პირად საუბარში დაუდასტურებია, რომ უბრალოდ აღარ უნდა ამ უსამართლობას ემსახუროს, აღარ უნდათ ადამიანებს, იმიტომ რომ კარგად ხვდებიან, რომ ეს ფარსი არც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემსახურება. […] რატომ არის ამხელა გადინება? რატომ გარბიან ამ ქვეყნიდან?

აცხადებს, ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.