2 ათასი ევრო თვეში, უფასო პროდუქტები და საცხოვრებელი–როგორ ცხოვრობს უკრაინიდან ლტოლვილი საფრანგეთში

უკრაინელი ტელეწამყვანი, ანატოლი ანატოლიჩი, რომელიც ლტოლვილის სტატუსით საფრანგეთში ცხოვრობს, უკრაინულ მედიას უყვება, რომ მისი ოჯახი დახმარების სახით თვეში 2 000 ევროს იღებს, ასევე უფასო პროდუტებს და ბინას.

“ჩვენ დროებითი ლტოლვილების სტატუსი გვაქვს. ის ნახევარი წლით გაიცემა. ჩვენ სექტემბრამდე გვაქვს ვადა. ჩვენი ოჯახი შვიდსულიანია: სამი ბავშვი და ოთხი ზრდასრული. თვეში ჩვენს ოჯახს დაახლოებით 2 ათას ევროს უხდიან. როგორ ცხოვრობს ახლა ჩემი ოჯახი? უფრო იაფად, ვიდრე უკრაინაში“– ამბობს ის.

ანატოლიჩის თქმით, დახმარებიდან 500 ევროს ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აძლევს, კიდევ 500 ევროს იმ ფრანგულ ოჯახს, რომელმაც საკუთარ სახლში უფასოდ შეიფარა. დანარჩენ ფულს კი ბენზინზე და პროდუქტებზე ხარჯავს, თუმცა ყველაფერთან ერთად მათ ყოველდღიურად უფასო პროდუქტებიც ეკუთვნით.

ანატოლიჩი დასძენს, რომ მის ოჯახს, როგორც მრავალშვილიანს ერთჯერადი დახმარების – 600 ევროს მიღებაც შეეძლო, თუმცა გადაწყვიტა “არ გაღორებულიყო“.

ანატოლი და მისი ცოლი იულია უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრიდან მალევე ქვეყნიდან გავიდნენ და ბავშვები გაიყვანეს.