2 დაღუპული, 6 დაშავებული – კადიროვმა დანაკარგი აღიარა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა აღიარა დანაკარგები. მისი თქმით, უკრაინელ ჯარისკაცებთან ომში დაიღუპა ორი ჩეჩენი ჯარისკაცი, 6 კი დაშავდა.

აქამდე კადიროვი დანაკარგს არ აღიარებდა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე კიევში უკრაინელმა მებრძოლებმა გაანეიტრალეს კადიროვის დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში სასწრაფო დახმარების მანქანით მოძრაობდნენ.

გამოქვეყნებულ განცხადებაში კადიროვი ამტკიცებს, რომ რუსული არმია უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას არ ესხმის თავს და პუტინს “არ სურს მოძმე ხალხში ადამიანური მსხვერპლი”

“მას სურს, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ ბედი და არ იყვენ დამოკიდებული დასავლელი „პარტნიორების“ სურვილებზე”,– წერს კადიროვი.

მისივე თქმით,⠀”საჭიროა ნაცისტებისა და ტერორისტების განადგურებისთვის ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე გადასვლა ქალაქების გასათავისუფლებლად”.

“და ამ ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ სრული უფლება, მხარი დაუჭირონ რუს ჯარებს. გარწმუნებთ, რომ რუსი სამხედროები მზად არიან მსგავსი ერთობლივი აქტივობებისთვის და ეს მხოლოდ გაუხარდებათ”,– აცხადებს რამზან კადიროვი.