2 დღეა ოპოზიცია ძალიან გაბრაზებულია, მთავარი გაბრაზება ოქტომბერში ელოდებათ – ხუნდაძე

უმრავლესობის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ გაბრაზებულ ოპოზიციას მთავარი გაბრაზებულა ოქტომბერში ელოდება.

ოპოზიციის წარმომადგენლებს ვხედავ, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით, ბოლო 2 დღე. ყველას საფუძველი გაქვთ ამისთვის, რომ მშვიდად არ იყოთ, მაგრამ მთავარი გაბრაზება თქვენ ოქტომბერში გელოდებათ”,- ამბობს ხუნდაძე.

მან ოპოზიციას სიღარიბის გაზრდასთან დაკავშირებულ კრიტიკასაც უპასუხა და თქვა, რომ მდგომარეობა გაცილებით უარესი იყო წინა ხელისუფლების დროს.

“ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში პრობლემაა და ეს გუშინ არ დაწყებულა. თუმცა იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც სვამენ კითხვას ამ მიმართულებით, უნდა შეადარონ ეს საკითხი იმ პერიოდს, რა მდგომარეობაშიც მათ ჰყავდათ ბავშვები. მაშინ რა სიღარიბეც იყო, იმასთან შედარებით დღეს მნიშვნელოვნად განსხვავებული მდგომარეობაა. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების შემდეგ, ბავშვთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. პიკური მაჩვენებლი 2009 წელს იყო და დღეს ის მნიშვნელოვნადაა დაკლებული”,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.