”2 დღეში სხვასასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა შემუშავდება”-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, Covid-19-ზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ე.წ. თანდათანობითი შემსუბუქების პრინციპით მოხდება.
“2 დღის განმავლობაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა უნდა შემუშავდეს, რათა ერთბაშად არ გაიხსნას ყველაფერი. მაგალითად, ერთი კვირა გაიხსნება რომელიღაცა ბიზნესი, 1 ან 2, კვირა დავაკვირდებით, რა შედეგს მოიტანს ეს. ამ დადებითობის ე.წ. მაჩვენებლითა და სხავდასხვა ინდიკატორის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, — განაცხადა გამყრელიძემ.