2 ვირუსისგან გამოწვეული განსაკუთრებით მძიმე თვეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს – ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ მომდევნო თვეები გრიპის და კორონავირუსის ინფექციების პიკია მოსალოდნელი.

„ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში საგანგაშო სტატისტიკაა. ერთადერთი, რასაც შეუძლია რეალურად შეაკავოს კორონავირუსის ზეგავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და შეამციროს სიკვდილიანობა, ეს არის ვაქცინაცია. ამას ემატება ძალიან ცუდი პერიოდი – ვირუსული ინფექციების პიკი. ორივე ვირუსისგან გამოწვეული განსაკუთრებით მძიმე თვეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს”,– ამბობს ჩხაიძე.

მისივე თქმით, შესაძლებელია გრიპის და კოვიდის ვაქცინის ერთდროულად გაკეთება.

“საქართველოში ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის გრიპის ვაქცინა შემოდის. წელსაც 200 ათასი დოზაა შესყიდული. ჯანმო-ს რეკომენდაციით, შესაძლებელია გრიპისა და კორონავირუსის ვაქცინაციის ერთი და იმავე დღეს ჩატარება, ერთი და იმავე ვიზიტის ფარგლებში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.