პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში ის და ლევან იოსელიანი თავს არ დაზოგავენ, რომ იქ ხალხის ხმა ისმოდეს.
“ჩვენ ორი კაცის კიარა, გაცილებით მეტის გასაკეთებელს გავაკეთებთ იქ [პარლამენტში]. რაც მთავარია, რასაც ხალხს ვპირდებოდით, რომ ხალხის პრობლემების მთქმელები და გამხმოვანებლები ვიქნებოდით, იმას გავაკეთებთ. პატარა კაფეები, რესტორნები, უმუშევრადა არის ათიათასობით ადამიანი დარჩენილი, ულუკმაპუროდ და მთავრობამ სუბსიდია ვის მისცა? მათ მისცა? არა, დეველოპერულ კომპანიებს.
ამ ყველაფერზე – ხალხის რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკებთ იქ. ვიჩხუბებთ, ვიბრძოლებთ. იქ არ შევდივართ სასეირნოდ და სასეიროდ. დაინახავს ხალხი ამას, ძალიან კარგად დაინახავს”, – ამბობს ელისაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.