“2 ოლქს იგებთ ოციდან”- ასე პასუხობს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, “ქართული ოცნების” თავჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატები ”მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში”.
“ირაკლი კობახიძე: 2 ოლქს ვაგებთ 20დან.
მე: 2 ოლქს იგებთ ოციდან.
ps დაიწყეს ჩამოშლა. პირველად ახსენეს სიტყვა “ვაგებთ”. პირველადაა ძნელი, ირაკლი, თორემ მერე კარაქივით მიდის” – წერს ნიკა გვარამია.