ცენტრალური საარჩევნო კომისია 2 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღის სტატისტიკას აქვეყნებს. ცესკოს ინფორმაციით, სულ 570 შესწორების ოქმი დაიწერა საიდანაც :
- პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში – 239;
- მაჟორიტარული წესით ჩატარებულში – 187;
- მერის არჩევნებში – 144;
570 შესწორების ოქიმიდან 275 უკავშირდებოდა სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებს, 66 – ბათილ ბიულეტენებს, 42 – სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობას, 138 – ზოგადად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, ხოლო 41 – ამომრჩეველთა აქტივობას.
სულ დაიწერა 1 016 ახსნა-განმარტება, აქედან:
- 176 – რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისათვის ზედმეტი ბიულეტენის გადაყოლებისთვის;
- 292 -შემაჯამებელ ოქმზე არასწორად მითითებულ ან გამორჩენილ თარიღსა და დროზე;
- 123 – შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერის გამორჩენას ან არასწორად მითითების გამო;
- 68 – ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გამორჩენის გამო;
- 61 – შემაჯამებელ ოქმში ბეჭდის ნომრის არქონას ან არასწორად მითითებას გამო;
- 55 – შემაჯამებელ ოქმზე კომისიის ბეჭდის ნომრის ჩაწერის გამორჩენას გამო
- 235- სხვა მიზეზებით.