საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 -ია. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა მილიონ 2 ათას 900-ია, აქედან 41 314 რეგისტრირებულია კრწანისის ოლქში, სადაც არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებენ.
39 135 ამომრჩეველს წელს უსრულდება 18 წელი და მათ პირველად ეძლევათ შესაძლებლობა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.