“გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, როცა ვისწავლით ჩვენი უფლებების დაცვას და თუ საჭიროა, ხელის შებრუნებას!
ორი ოქტომბრის არჩევნების შედეგები ივანიშვილს უკვე დაწერილი აქვს, მათი გადაწერა უბრალოდ პროცედურული დემოკრატიის წესების დაცვით არ და ვერ მოხერხდება – უნდა ავიღოთ მაგალითი სხვა ერებისგან, ვინც დაიცვა თავი და მოახერხა უზურპატორებისგან განთავისუფლება.
კოვიდის მაღალი სიკვდილიანობის საზოგადოების უმეცრებაზე გადაბრალება, ან ვიღაც, ათ ბნელ მღვდელზე არის პირდაპირ ივანიშვილის თამაში!
მთელი სამედიცინო სისტემა არის ჩამოშლილი!ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი, ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა მსოფლიოში და არ ჩამოვრჩებით ყველაზე ღარიბ აფრიკულ ერებსაც კი.
ეს არის პირდაპირი შედეგი კორუფციის, ნეპოტიზმის და სამედიცინო სისტემის პოლიტიზაციის და საზოგადოებისკენ ისრების გადატანა, ან თუნდაც ეკლესიისკენ და უმეცრებაზე ხელის გაშვერა,
უბრალოდ უსამართლობაა იმიტომ, რომ ამ ტრაგედიას, რომელიც ახლა ხდება საქართველოში, აქვს სახელები და გვარები – დაწყებული ივანიშვილიდან,
დამთავრებული მისი მუშკეტერებით!იმარჯვებს ის, ვინც იბრძვის!..
აღწევს ის, ვინც მიდის!..
დასავლეთი და საერთოდ, დემოკრატიული სამყარო, ყოველთვის უჭერს მხარს იმას, ვინც აგდებს სინდისზე და აჩვენებს, რომ არის უთანასწორო ბრძოლაში თუნდაც, თავგანწირულ ბრძოლაში, მაგრამ იბრძვის ბოლომდე და არ ჩამოუშვებს ხელებს”
თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში.