2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ევროპარლამენტის დელეგაციაც დააკვირდება. ქვეყანაში 7 ევროპარლამენტარი ჩამოვა:
- მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) – დელეგაციის თავმჯდომარე
- მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი)
- მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი)
- კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი)
- მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი)
- ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი)
- ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი)
ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვლენ 29-30 სექტემბერს და ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიებისა, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს.
“რაც შეეხება არჩევნების დღეს, ეფექტიანი სადამკვირვებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვერ დავასახელებთ იმ საარჩევნო უბნებს/ადგილებს, სადაც დამკვირვებლები მივლენ”, – წერია განცხადებაში.