საქართველოში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც დააკვირდება.
საქართველოს ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულია იმ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სია, რომლებიც 9 სექტემბრის მონაცემებით, დარეგისტრირებულები არიან თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად. ბელარუსის საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიას საქართველოს ცესკოში აკრედიტირებული 2 წარმომადგენელი ჰყავს.
ჩამონათვალში არიან აშშ-ის საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ეუთო/ოდირი და სხვა ინსტიტუტები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და ზოგიერთი ქვეყნის საარჩევნო კომისიები.
ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდებიან:
- აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო;
- მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი;
- ლატვიის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფო საარჩევნო კომისია;
- უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- ლიეტუვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ადმინისტრაცია;
- მალდივის საარჩევნო კომისია;
- უგანდის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია;
- ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში;
- იტალიის საელჩო საქართველოში;
- ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;
- იაპონიის საელჩო საქართველოში…
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.