2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცესკოც დააკვირდება

საქართველოში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც დააკვირდება.

საქართველოს ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულია იმ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სია, რომლებიც 9 სექტემბრის მონაცემებით, დარეგისტრირებულები არიან თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად. ბელარუსის საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიას საქართველოს ცესკოში აკრედიტირებული 2 წარმომადგენელი ჰყავს.

ჩამონათვალში არიან აშშ-ის საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ეუთო/ოდირი და სხვა ინსტიტუტები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და ზოგიერთი ქვეყნის საარჩევნო კომისიები.

ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდებიან:

  • აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო;
  • მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი;
  • ლატვიის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფო საარჩევნო კომისია;
  • უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • ლიეტუვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ადმინისტრაცია;
  • მალდივის საარჩევნო კომისია;
  • უგანდის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია;
  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში;
  • იტალიის საელჩო საქართველოში;
  • ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;
  • იაპონიის საელჩო საქართველოში…

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.