2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 6 ადამიანი დღეს დატოვებს კლინიკას – რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ ამ დრომდე 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული რჩება, ხოლო 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას.

,,7 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა რჩება კრიტიკული, ჰემოდინამიკის რღვევით, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც სხვადასახვა განყოფილებებში იმყოფებიან რჩება სტაბილური, გართულებების გარეშე. 6 პაციენტი დღეს ტოვებს კლინიკას კოვიდვირუსის გარეშე“, – განაცხადა რატიანმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი 29-ით გაიზარდა და 485 გახდა. გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი.