“მე ამ ყველაფერს ვაკვირდები და მაქვს დასკვნა და ეს პოზიცია უფრო მიმყარდება. სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ თავს იქცევს ჩიხში. სამწუხაროდ, ოპოზიციის ეს ნაწილი და სხვა ჯგუფები ეფუძნებიან ისეთ პოლიტიკურ კონცეფციას, რომელიც ჩიხურია და თავისთავად გამორიცხავს თანამშრომლობას… თქვენი კონცეფცია ეფუძნება ორ რამეს – “ქართული ოცნება” არის რუსული პროექტი, ამ სიტყვების სხვადასხვა ვარიაციებით და მეორე, ქართველი ხალხის არჩევანის არმიღება – ანუ “ქართული ოცნების” წარმოჩენა, რომ თითქოს ის არის რუსული პროექტი და მეორე არჩევნების არაღიარება.
სანამ ამ ორ კონცეფციას არ უარყოფთ, იქამდე, რა თქმა უნდა, ვერ გამოვა თანამშრომლობა. ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელმაც უარყო, რომ არჩევნები იყო თითქოს გაყალბებული, რომ თითქოს რაღაც რუსული გავლენები არის, ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფთან შესაძლებელი ხდება პოლიტიკური თანამშრომლობა. სანამ თქვენ კონცეფციას არ განაგდებთ, მანამდე თქვენი მხრიდან იქნება ეს ჩაკეტილი…
შეიძლება თქვენი ლიდერების ნაწილს არც სჯეროდეს, როდესაც გულში ჩაიხედებიან, მაგრამ ეს არის კონცეფცია, რომლითაც ამობილიზებთ თქვენს ამომრჩეველს. მათ უჩენთ ზიზღს საკუთარი ქვეყნის მთავრობის მიმართ – ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ჯგუფები ცდილობენ შეაზიზღონ მთავრობა, სახელმწიფო ინსტიტუტები”
ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების კითხვებზე პასუხების გაცემისას ისაუბრა.